воскресенье, 23 апреля 2017 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის გეგმა.მივიღე რეკომენდაციები,უკუკავშირი კოლეგებისგან.დავხვეწე ჩემი პროექტის გეგმა.საბოლოოდ გადავავლე თვალი მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეფასების ფორმებს.გავუკეთე რეკომენდაციები ,შენიშვნები ჩემს კოლეგებს.
             ამ  ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი.ვინაიდან საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე პროექტის დაგეგმვასა და წერის ფორმებში.

воскресенье, 9 апреля 2017 г.

მერვე დღე

დღეს განვაახლე პროექტის გაგმა და განვიხილეთ განხორციელების სტრატეგიები.შევქმენი დოკუმენტები მენეჯმენტისთვის და გამოვაქვეყნე პორტფოლიო.კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის შეფესების კრიტერიუმები.ყოველი დღე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.

суббота, 8 апреля 2017 г.

მეშვიდე დღე

ვიმუშავე პროექტის სასწავლო პროცედურებზე.გავეცანი დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებს.შევარჩიე ტექნიკური და პროგრამული საშუალებები.შევავსე პროექტის მსვლელობის მეორე და მესამე კვირეები.


воскресенье, 2 апреля 2017 г.

მეექვსე დღე

დღეს დავიწყე სასწავლო პროცედურების გაწერა და შესაბამისობაში მოყვანა.ვისწავლე ვიდეოების გადმოწერა და შენახვა ჩემს პაპკაში.ასევე - ციტირებული დოკუმენტების შექმნა.

суббота, 1 апреля 2017 г.

მეხუთე დღე

დღეს დავასრულე პროექტის შეფასების გეგმა.
ვიმუშავე პრეზენტაციის შექმნაზე,შევქმენი სლაიდები.
პროექტისთვის  შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
შევისწავლე სლაიდებში ტექსტის რედაქტირება,დიზაინის შექმნა და პრეზენტაცია ჩავაშენე ბლოგზე.
გავეცანი საავტორო უფლებებს.

воскресенье, 26 марта 2017 г.

მეოთხე დღე

დავხვეწე საკვანძო კითხვები.გავეცანი შეფასების ხუთ მიზანს.ვიმსჯელე შეფასების სტრატეგიებზე,მეთოდებზე.

суббота, 25 марта 2017 г.

მესამე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,რაც იყო დროული და აუცილებელი.გამოყენებული არეალი არის დიდი.აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
  მომეწონა საკვანძო კითხვების შემუშავება.
 ჩამოვაყალიბე სწავლის შედეგები.
მომეწონა საგნობრივი სტანდარტის მოძიება და პროექტში ჩასმა.